ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მრავალფეროვანი - სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები გააერთიანა.
მოსწავლეები მშობლიური ენის ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნენ, წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და საანბანო პერიოდის დაწყება მასწავლებელთან ერთად იზეიმეს.
ამ დღიდან პატარებისთვის კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი იწყება ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.
იხილეთ ფოტოები: