ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ფრენბურთელი გოგონების წარმატებით ხარობენ 
19-11-2026

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში ფრენბურთელი გოგონების - ანასტასია ფოფხაძის, ნატალი ცაგარელის, ელენე მინაძის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

2026 წლის 3 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, სადაც ქუთაისმა I ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლიდან ტურნირში მონაწილეობდა 3 გოგონა:

1. ანასტასია ფოფხაძე – მე-8/4 კლასი (დამრიგებელი: ნინო რატიანი);

2. ნატალი ცაგარელი – მე-8/6 კლასი (დამრიგებელი: ნათია გვილავა);

3. ელენე მინაძე – მე8/5 კლასი (დამრიგებელი: თამარ ტყაბლაძე).

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებსა და მათ გუნდს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203