
ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს.
პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობები გააერთიანა.
საზეიმოდ მორთულმა საკლასო სივრცემ ამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებილი ელფერი შესძინა, რაც პატარების მოტივაციაზე აისახა.
ეს ემოციური და ფერადი დღე ერთობლივი ძალებით შექმნეს საყვარელმა მასწავლებლებმა:
პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ბავშვებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
„ჩვენმა პატარებმა „ანბანის შემობრძანება“ დიდი სიხარულით აღნიშნეს. ვულოცავთ პატარებს ცოდნის სამყაროში გადადგმულ ამ დიდ ნაბიჯს!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: