მუხროვანის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად იქცა
19-11-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა ანბანის სწავლა დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაიწყო. 

პედაგოგმა პატარას პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად უქცია და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა. 

პირველკლასელი „დედაენის“ სიტკბოებას სიხარულით დაეწაფა. პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნო, „აი ია“ ხალისით მოხაზა და ქართულ ანბანს ლექსებითაც შეასხა ხოტბა. 

წინ კი პირველკლასელს კიდევ უფრო საინტერესო საანბანო თავგადასავალი ელის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203