ალპანის საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
19-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში კი წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, სკოლის კალათბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურნირში ასახელეს სკოლა. 

შეჯიბრება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და „კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით, ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ალპანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი პირველ ადგილზე, ხოლო ვაჟთა გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. მათო ხელმძღვანელი სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე გახლავთ.

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„წინ ფინალამდე წარმატებების მოლოდინია! და ეს მოლოდინი გამარჯვებებისა იყოს!“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203