ლასურიაშის საჯარო სკოლის კალათბურთელ ვაჟთა გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტურის გამარჯვებულია 
19-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, რაც მათ მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის კალათბურთელ ვაჟთა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურნირში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის „კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით ჩატარდა.

შეჯიბრებას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი. ოლიმპიური სისტემით ჩატარებული შეჯიბრების შედეგად ვაჟთა გუნდებს შორის პირველი ადგილი ლასურიაშის საჯარო სკოლამ დაიკავა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ მიულოცა გამარჯვებულ გუნდს და მომავალში წარმატებები უსურვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203