
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სპორტულ ღონისძიებებს სკოლაში პედაგოგი ილია ძაძამია უძღვება, რომელიც მოსწავლეებს სახალისო აქტივობებით ანებივრებს.
ახლახან, სკოლაში სპორტის მასწავლებელმა, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები-2026“ გამართა.
მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„მადლობა, ყველას, ვინც შემოგვიერთდა და ეს დღე დაუვიწყარი გახადა. გავერთეთ, ვიცინეთ და ერთად შევქმენით ნამდვილი მხიარული ატმოსფერო. თქვენი ენერგია და ღიმილი იყო ამ ღონისძიების მთავარი ძალა, ბავშვებო!თანადგომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დირექტორს ქალბატონ მარინე ჯანჯღავას სპორტი გვაერთიანებს! სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია!" -ეს მიმართვა გამოაქვეყნა ილია ძაძამიამ საკუთარ გვერდზე.
იხილეთ ფოტოები: