
უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება.
კანონპროექტის მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიატია არაუმეტეს 2 წლის ვადით მინიჭება, არსებული კანონმდებლობით კი ეს ვადა 4 წელია. აქვე აღსანიშნავია, რომ პროგრამის აკრედიტაციის ვადა უცვლელი რჩება.
„საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე.
საგანმანათლებლო პროგრამებს პირობითი აკრედიტაცია ენიჭება არაუმეტეს 2 წლის ვადით. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც იმავე სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.