ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ.
16 ნოემბერს, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის მასწავლებლის, არმენუჰი გომციანის ხელმძღვანელობით, XI-XII კლასებში ჩატარდა სადისკუსიო გაკვეთილი თემაზე - „ტოლერანტობა“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, განსხვავებული კულტურისა და შეხედულებების პატივისცემაზე, ურთიერთგაგებასა და თანასწორობაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დისკუსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემისა და მრავალფეროვნებისადმი მიმღებლობის გაღრმავება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო