ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად ექცათ 
19-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პირველი საანბანო გაკვეთილი მრავალფეროვანი, სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და საზეიმო აქტივობებით წარიმართა. 

გაიმართა ასო-ბგერა ა-ს პრეზენტაცია. მოსწავლეები პირველ ასო-ბგერას დიდი ინტერესით გაეცნენ, წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმოაჩინეს. 

პატარებმა საანბანო პერიოდის დაწყება მასწავლებელთან ერთად იზეიმეს. 

„მათ უკვე იციან ასო ბგერა ა-ს წერა და კითხვა“,- სიხარულით აღნიშნავენ ბუზავეთის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203