
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში ზღაპრული საშემოდგომო სურნელი დატრიალდა.
სკოლაში ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიებამ ფესტივალის სახე მიიღო და არაერთი ღონისძიება გააერთიანა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა ცეკვით, მუსიკითა და პოეზიით გათბეს შემოდგომის ეს ლამაზი დღე.
ღონისძებამ დაამტკიცა, რომ კახური შემოდგომა განსაკუთრებულად უხვი და ბარაქიანია - სკოლის ეზოში სეზონური ხილი და საშემოდგომო ნუგბარი გამოიფინა.
ფესტივალი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: