
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ჭყონდიდელის ფილიალში 2027-2028 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.
სკოლას აქვს ორმაგი აკრედიტაცია, როგორც ამერიკული – Cognia, ასევე ბრიტანული – Cambridge Assessment International Education იხილეთ ბმული - https://shorturl.at/pQke5
I–VIII კლასის ჩათვლით სწავლება მიმდინარეობს Cambridge Pathway პროგრამით, ხოლო IX კლასიდან ემატება ამერიკული პროგრამა, რომელიც მოიცავს CollegeBoard-ის ჩასაბარებელ გამოცდებს: PSAT 8/9 • PSAT 10 • PSAT/NMSQT • SAT. იხილე ბმული - https://shorturl.at/KuNYG
სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების – IJSO, კონფერენციების – Regeneron ISEF, გამოფენების – MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი.
მოსწავლეები, საბაზო საფეხურიდან, ყოველწლიურად, 2-2 კვირით მიემგზავრებიან დიდი ბრიტანეთისა (ლონდონი) და აშშ-ს (ნიუ-იორკი, ბოსტონი) წამყვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების STEM ბანაკებში.
სკოლა უზრუნველყოფს ქართულ–ამერიკულ–ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე დაფუძნებულ სწავლების პროცესს, რომელიც აერთიანებს ეროვნულ სასწავლო გეგმასა და თანამედროვე ბრიტანულ-ამერიკულ სტანდარტებს.
მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის შეავსეთ მითითებული ბმული - https://forms.gle/xUfrei7nn6eZgDfc6
ინდივიდუალური შეხვედრის ჩასანიშნად დაუკავშირდით: 599 734 723 info@gahs.edu.ge