
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გამართეს.
მე-6ა და მე-6ბ კლასებში გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით - „მე ასეთი შემოდგომა მიყვარს“.
ღონისძიებას კლასის დამრიგებლები - ვერიკო მიქავა და თეონა ძირკვაძე ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად სასკოლო სივრცე ნამდვილ შემოდგომის ზღაპრად აქციეს.
ღონისძიებამ არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ ბარაქიანი და მშვენიერია შემოდგომა საქართველოში.
დღესასწაული განსაკუთრებით მუსიკალური და მრავალფეროვანი გახადეს მუსიკის მასწავლებელმა — თინა ღლონტმა და ხალხური მუსიკალური საკრავების წრის ხელმძღვანელმა ელენე კრაველიძემ.
იხილეთ ფოტოები: