სკოლა „ცოდნას“ სპორტის მასწავლებელი სოსო ძებისაური „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ III ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
19-11-2026

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ სპორტის მასწავლებლის - სოსო ძებისაურის წარმატებით ხარობენ.

სოსო ძებისაური U15 „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის 2026-2027-ის“ III ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

ტურის საუკეთესო მასწავლებელს საქართველოს ბანკისაგან საჩუქრად ესპანური ბრენდი კელმეს 150-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.

სასკოლო ლიგა იმართება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით. ღონისძიებაში სოსო ძებისაურის ხელმძღვანელობით სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203