
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში.
16 ნოემბერს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯაფარიძის ინიციატივით, გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით -„ჩემი სვანეთი“.
კონფერენციაში მონაწილეობდა იფარის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა არღვლიანი, რომელმაც წარადგინა ნაშრომი თემაზე - „სულიერი ცხოვრების ამსახველი შტრიხები სვანი ხალხის ყოფა-ცხოვრებიდან“. მე-9 კლასის მოსწავლის თემის ხელმძღვანელი გახლავთ სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა ივანიაძე.
საკონფერენციო ნაშრომები დახუნძლული იყო საგულისხმო საკითხებით და გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით ისტორიულ-არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული რაკურსებიდან.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს აქტიური მონაწილეობისთვის და ისაუბრა მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე.
იფარის საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან რესურცენტრის ხელმძღვანელს საინტერესო შესაძლებლობისთვის.
„მადლობას გადავუხდიდით, რა თქმა უნდა, თავად ქალბატონ მარიამ ჯაფარიძესა და ზოგადად რესურსცენტრს, ყოველივე ზემოთქმულის ორგანიზებისათვის და ახალგაზრდებში ხალისისა და განწყობის გაჩენისათვის.
კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდობას კი მომავალშიც ვუსურვებთ სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელებას, ამ მიმართულერით წინსვლას და აქვე მადლობას მოვახსენებთ მათ ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: