ახმეტის N2 სკოლის მოსწავლეთა შეკითხვებს AI-ის დახმარებით „გაცოცხლებულმა“ ეკატერინე გაბაშვილმა უპასუხა
19-11-2026

ახმეტის N2 სკოლაში შთამბეჭდავი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, რომელიც მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა და არაერთი საინტერესო აქტივობა გააერთიანა. 

17 ნოემბერს, VIბ კლასში, ლიტერატურული მემკვიდრეობის პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „გაცოცხლებულმა“ ეკატერინე გაბაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ბავშვებმა მოისმინეს, რას გვეტყოდა მწერალი დღეს.

აქტივობა ბავშვებისთვის მეტად შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა.

VIბ კლასის პედაგოგი თამილა ჯანგირაშვილი გახლავთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203