
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შუშანიკის წამების“ შესწავლის შემდეგ სპექტაკლი დადგეს.
მეცხრეკლასელებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს იაკობ ცურტაველის უკვდავი ნაწარმოების მთავარი გმირის - შუშანიკის - ცხოვრების მძიმე ეპიზოდები. მათ გააცოცხლეს სასტიკი ვარსქენი და თავდადებული მოძღვარი, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა, გვერდში ამოდგომოდა თავგანწირულ ქრისტიან ქალს.
მოსწავლე-მსახიობებმა ოსტატურად გადმოსცეს წამებული დედოფლის სახე - პიროვნებისა, რომელიც ქართულ კულტურაში სულიერი სიმტკიცის, თავისუფალი ნების, სამშობლოსა და სარწმუნოებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: