ზღაპრული საშემოდგომო ღონისძიება ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში 
19-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში ჩატარდა ლამაზი ღონისძიება - „შემოდგომის ზეიმი“.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და საინტერესო შემოქმედებითი ნომრები.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას და კლასში ძველი საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს. 

„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენი სილამაზე, სიხარული და შემოქმედებითი ნიჭია ჩვენს პატარებში. ბავშვებმა შეძლეს შემოდგომის სიუხვისა და სილამაზის გადმოცემა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი და ემოციური წუთები აჩუქეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმქდებითობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203