
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის დაკომპლექტების წესში ცვლილება შედის, რომელიც მიზნად ისახავს გაწვევის პროცესში პრიორიტეტული კატეგორიის განსაზღვრასა და შერჩევის კრიტერიუმების მოწესრიგებას.
ცვლილების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე თავად გამოთქვამენ სამხედრო სამსახურის გავლის სურვილს.
ამასთან, თავდაცვის მინისტრი ცალკე აქტით განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან წვევამდელები სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეობაში და ვის მიენიჭება პრიორიტეტი.