
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა, მოსავლის აღების ტრადიციებით, მრავალფეროვანი კულინარიითა და სტუმართმოყვარეობით.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა ციალა კაპანაძემ წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „სხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში“.
ღონისძიებამ არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა. ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები და ერთი სასიამოვნო დღე აჩუქეს სკოლას.
„მადლობას ვუხდით, მე-3 კლასს და მათ ხელმძღვანელს - ციალა კაპანაძეს ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი საღამოსათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: