კალის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მარგველანმა სამეცნიერო კონფერენციაზე თემის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა წარმატებით წარმოაჩინა
18-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. 

​16 ნოემბერს, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯაფარიძის ინიციატივით, გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით -„ჩემი სვანეთი“.

კონფერენციაში მონაწილეობდა კალის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მარგველანი, რომელმაც წარადგინა ნაშრომი თემაზე: „კალის თემის კულტურულ-ისტორიული სიწმინდეები და ხალხური თქმულებები“.

მოსწავლემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო კალის თემის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ისაუბრა მის უძველეს სიწმინდეებზე, ტაძრებსა და ხალხურ გადმოცემებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს აქტიური მონაწილეობისთვის და ისაუბრა მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსწავლეებში მშობლიური კუთხის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობის, დაცვისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე.

„მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარებას, საკუთარი კუთხის ისტორიის უკეთ გააზრებასა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სვანეთის ისტორია, მისი სიწმინდეები და ხალხური მეხსიერება ჩვენი წარსულის ცოცხალი ნაწილია, რომლის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა თითოეული ჩვენგანის ვალია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203