ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
18-11-2026

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატიავაში ვკითხულობთ, რომელიც პარლამენტშია გადაგზავნილი. 

ცვლილებები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

„უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამისი დაწესებულების ავტორიზაციის ან ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესში მიიღონ გადაწყვეტილება სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს როგორც მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში - უმაღლესი განათლების ცალკეულ საფეხურზე, ხოლო
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში - ერთ ან რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთი გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203