
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ძალზედ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, მე-3 კლასში ჩატარებული სახალისო გაკვეთილი თემაზე - „ჩემი ოჯახი“, რომელიც საინტერესო აქტივობებით წარიმართა.
მოსწავლეებმა შექმნეს გაზეთი აპლიკაციით. მოსწავლეებმა ოჯახურ ღირებულებებზე ისაუბრეს და ნაშრომის საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.
სასწავლო პროცესს საგნის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: