ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „მოგზაურობა ინგლისურენოვან სამყაროში“
18-11-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით, ღონისძიებებითა თუ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით სწავლობენ.

სულ ახლახან, ინგლისური ენის პედაგოგის, ხატია ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: „Journy Through The English-Speaking World“, „მოგზაურობა ინგლისურენოვან სამყაროში“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V, VIII და IX კლასების მოსწავლეები. ბავშვებმა შექმნეს ნამდვილი მოგზაურობის იმიტაცია, რომლის დროსაც პრეზენტაციების და ვიდეოების საშუალებით წარმოადგინეს ინგლისურენოვანი ქვეყნები, ასევე მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ ვიქტორინაში.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისური ენა არ არის მხოლოდ სასკოლო საგანი - ეს არის გასაღები, რომელიც მსოფლიოს კარს გვიღებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203