ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წელიწადის დროებზე გაზეთი შექმნეს და კროსვორდიც შეადგინეს
18-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. 

სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ- მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც მოსწავლეებს, მრავალფეროვანი, სასწავლო-შემეცნებითთან ერთად შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა დახატეს და აპლიკაცის დახმარებით შეადგინეს გაზეთი თემაზე - „წელიწადის დროები“. შემდეგ შეადგინეს კროსვორდი „გაზაფხული“.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან ნაყოფიერი და ამასთან სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203