
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლა მოქალაქეობის მასწავლებლის - თეკლე შოგიძის ინიციატივით, დაზოგვის მსოფლიო დღის 2026 წლის კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში - „მოიწვიე ფინედუ კლასში“.
პროექტის ფარგლებში სკოლას „ფინედუს“ დესპანი ეწვია და მოსწავლეებისთვის ჩაატარა სახალისო, ინტერაქტიული და თამაშებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობები ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება, პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლიანი მომხმარებლური ქცევის უნარების განვითარება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას და მოსწავლეებში ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას.
„განსაკუთრებული მადლობა „ფინედუს“ დესპანს საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებით გამდიდრებული შეხვედრისთვის, ასევე პროექტის ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ფინანსური წიგნიერება ინფორმირებული, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის მნიშვნელოვანი საფუძველია და თანამედროვე მოქალაქის მნიშვნელოვანი კომპეტენცია.
იხილეთ ფოტოები: