
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ვაჟ ფრენბურთელთა გუნდის წარმატებით ხარობენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის, ფრენბურთის კლუბ „ცაგერის“ ორგანიზებით, ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრება. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. ვაჟთა გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ლასურიაშის საჯარო სკოლამ.
სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.