თბილისის N28 სკოლის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2024 წლის ლაურეატი თამარ ადამია პარლამენტში მიღებას დაესწრო 
19-11-2026

16 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გამართა, რომელსაც თბილისის N28 საჯარო სკოლის მასწავლებელი, 2024 წლის პრემიის ლაურეატი თამარ ადამია ესწრებოდა.

შეხვედრაზე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ.

მიწვეულ მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოცემული საკოლექციო მონეტები.

ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ზოგადი განათლების რეფორმა - ცვლილებები, გამოწვევები, მოლოდინები. მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი და დამსწრე საზოგადოება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203