„შემოდგომაა, სწავლას ვიწყებთ“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო შემოქმედებითი დავალება 
18-11-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

ახლახან, ბავშვებმა ბუნებისმეტყველების შესწავლის ფარგლებში, შეასრულეს საინტერესო შემოქმედებითი დავალება თემაზე - „შემოდგომაა, სწავლას ვიწყებთ“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ შეგროვებულ ფოთლების ფორმასა და ფერებზე. აღნიშნეს, რომ ფოთოლს უწოდებენ „მცენარის მზარეულს”. ამ ფოთლებით შექმნეს ცხოველები, ასევე ისაუბრეს ფოთლებით შექმნილ ცხოველების ნირზე და საბინადროზე.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

სასწავლო პროცესს უძღვებოდა პედაგოგი ლია ცერცვაძე, 1-ელი კლასის ხელმძღვანელი კი პედაგოგი სალომე ფხაკაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203