ასტრიდ ლინდგრენის დღე ჩქუმის საჯარო სკოლაში
18-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში ბავშვების საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ფრუიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეები შვედი მწერლის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა. 

მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, გაეცნენ მწერლის ცხოვრებას, მის მრავალფეროვან შემოქმედებასა და დაუვიწყარ ლიტერატურულ პერსონაჟებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სახალისო ვიქტორინა, გაიხსენეს საყვარელი წიგნები და პერსონაჟები, ხოლო დღის დასასრულს დაიწყეს ყველასთვის საყვარელი „პეპი გრძელწინდას“ კითხვა. 

„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წიგნი ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის წყარო, არამედ ფანტაზიის, მეგობრობის, თავისუფლებისა და სიკეთის სამყაროში მოგზაურობაცაა. ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვოცნებობთ და ვუახლოვდებით ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203