„წმინდანების კვალდაკვალ“- ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა შემეცნებითი პროექტი
18-11-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლის პარალელურად, მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს და „წმინდანების კვალდაკვალ“ ისტორიული ადგილები მოილოცეს.

სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართეს, ისაუბრეს განვლილ გზაზე, წმინდანთა ღვაწლსა და ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაკა უჩაძე და ლალი მილორავა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203