მინისტრის ბრძანებით განახლებული ვადები განისაზღვრა უნივერსიტეტებისთვის - დეტალური ინფორმაცია 
18-11-2026

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება. ცვლილებები ეხება როგორც მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ანოტაციების წარდგენას, ისე სპეციალური ანკეტა-კითხვარის შევსებასა და მასში ასახული მონაცემების გადამოწმებას

ცვლილებების მიხედვით, ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა ატვირთონ სპეციალური ანკეტა-კითხვარი და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაცია. 

ამასთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გადაამოწმებს ანკეტაში მითითებული ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისობას დადგენილ ზღვრულ რაოდენობებთან. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების შემთხვევაში, შემოწმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი წლისთვის დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას.

განახლებული წესის თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ანკეტა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში 5 მარტამდე უნდა გადაამოწმოს.

ცვლილებები ასევე განსაზღვრავს ვადებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო პროგრამას ამატებს ან წარადგენს, ან უკვე შევსებულ ანკეტაში ცვლილებები შეაქვს.

ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი ვალდებულია, სამაგისტრო გამოცდის წლის 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და პროგრამის ანოტაცია.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კი შესაბამის ინფორმაციას 13 სექტემბრამდე გადაამოწმებს. შემოწმება მოიცავს მონაცემების სისწორესა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისობას როგორც უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან, ისე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტებისთვის მთავრობის მიერ დამტკიცებულ კვოტებთან.

ცვლილებების მიზანია სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების, ინფორმაციის წარდგენისა და მონაცემების გადამოწმების ვადების განსაზღვრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203