
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ღირებულებებზე იზრდებიან.
წელს ბუმბერაზი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ერთობის სიმბოლოს - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი გავიდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საბუეს საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც V და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ წარმოადგინეს ემოციური ლექსები და სიმღერები სამშობლოზე, პატრიოტიზმსა და ილიასეულ იდეალებზე. მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს ერის მამად წოდებული მწერლის ღვაწლს ქართველი ხალხის წინაშე და ხოტბა შესახეს მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
ღონისძიებად ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ნათელა ქებაძემ.
იხილეთ ფოტოები: