
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში, წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
17 ნოემბერი ბუმბერაზი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. თარიღი უნივერსიტეტში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული პოეზიის მეფის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მისი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.