
თბილისის N28 სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასელი გიორგი ონიანის სპორტული წარმატებით ხარობენ.
გიორგი ონიანმა სპორტულ კარატეში, საერთაშორისო ტურნირზე - „Tbilisi Open 2026 ბრწყინვალედ იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს ულოცავენ გამარჯვებას და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვუსურვებთ წარმატებებს, ახალ გამარჯვებებსა და წინსვლას სპორტულ ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ყოველთვის გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: