ბალღოჯიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სახელობითი ნერგები დარგეს
17-11-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“, დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. 

პატარებმა სახელობითი ნერგები დარგეს და გარემოს გამწვანებაში წვლილი შეიტანეს. 

პატარები ნერგებზე მუდამ იზრუნებენ, მათ ზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მინიშვნელობას. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203