„შემოდგომის სიმფონია“ - ფერების, ემოციებისა და შემოქმედების დღესასწაული ბახვის საჯარო სკოლაში
17-11-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მე-3 კლასელებმა, პედაგოგ ეკატერინე არუსიას ხელმძღვანელობით, ფერების, ემოციებისა და შემოქმედების დღესასწაული მოაწყვეს და „შემოდგომის სიმფონია“ წარმოადგინეს. 

ღონისძიებამ არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა, მოსწავლეება ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს და ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს. 

„გუშინ შემოდგომის განწყობა მთელი გულით გაგვიზიარეს მესამე კლასელებმა (მასწავლებელი ეკატერინე არუსია). საკლასო ოთახში შემოდგომის სურნელი და ფერები იგრძნობოდა, ოთახს ამშვენებდა საკუთარი ეზოებიდან მოტანილი ხილის მრავალფერვნება, კედლებზე და თაროებზე გამოფენილი იყო მათი წარმოსახვით შესრულებული საშემოდგომო პეიზაჟები, დიორამები, მათი ხელით ხელით შექმნილი წიგნები, აპლიკაციები, სახალისო და ორიგინალური ჩურჩხელის რეკლამებით, საზეიმო განწყობა სიმღერებითა და ცეკვებით აამაღლეს.

მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს. მადლობა ეკა მასწავლებელს , მესამეკლასელებთან ერთად მონაწილე ერთადერთ მეორე კლასელს ელენე უღრელიძეს და მის მასწავლებელს თამილა ხელიძეს, მუსიკალური გაფორმებისთვის კი მუსიკის მასწავლებელს ნანა ჭელიძეს . მრავალი ბედნიერი შემოდგომა გეზეიმოთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203