ეროვნული თავდაცვის აკადემია 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს
20-07-2018
ეროვნული თავდაცვის აკადემია 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობას აცხადებს. მობილობის წესით მიიღებიან:

1. სტუდენტები, რომლებსაც 2018 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;

2. რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი;

3. რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:
  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 15 მისაღები ადგილი
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 მისაღები ადგილი
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 15 მისაღები ადგილი
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე:ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონია: 577 39-01-94; 2 30-52-85.

კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2018 წლის 20 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით)

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება 4 კომპონენტის შესაბამისად:

1. ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება;

2. ფსიქოლოგიური შერჩევა;

3. გასაუბრება;

4. სამედიცინო შემოწმება.

შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).

საბუთების ნუსხა:

1. განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში);

2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ცალი;

3. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

4. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის დედანი და ასლი - 3 ცალი);

5. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

6. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;

7. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სასწავლებლიდან) (დედანი და ასლი) – 2 ცალი;

8. ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

9. ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილები, დედ-მამა, დედმამიშვილები) პირადობის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;

10. შვილების დაბადების მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

11. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;

12. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

14. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;

15. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა. დედანი და ასლი ) – 2 ცალი;

16. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი, დიფტერია. დედანი და ასლი) - 2 ცალი;

17. მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) - 3 ცალი;

18. შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) - 2 ცალი;

19. მიღებული სერტიფიკატების ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;

20. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი; 

21. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;

22. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი;

23. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ცალი.

შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203