„როგორ დავეხმაროთ ჩიტებს ზამთარში“ - ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სკოლის მე-2 კლასელთა კეთილშობილური პროექტი
17-11-2026

ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც პატარა ფრინველებს საკვების მოპოვება განსაკუთრებით უჭირთ და ადამიანების დახმარებას საჭიროებენ. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს მიეძღვნა ქუთაისის №4 საჯარო სკოლის II კლასში განხორციელებული საინტერესო და კეთილშობილური პროექტი - „როგორ დავეხმაროთ ჩიტებს ზამთარში“.

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“. პატარა მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, შეიტყვეს, რატომ უჭირთ ფრინველებს ზამთარში არსებობა და როგორ შეუძლიათ მათ დახმარება. ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ფრინველთა საკვებურები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა მოსწავლეებს ბუნების სიყვარული, მზრუნველობა, პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა ასწავლა.

„ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ სიკეთის კეთებას დიდი შესაძლებლობები არ სჭირდება - მთავარია კეთილი გული და სურვილი, დაეხმარო სხვას. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნების დაცვისა და ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ლამაზი ნაბიჯია. რადგან სიკეთე სწორედ ასე იწყება - პატარა ხელებითა და დიდი გულებით!

პროექტის თითოეულმა მონაწილემ თავისი პატარა წვლილი შეიტანა კეთილი საქმის განხორციელებაში. მათ გაიაზრეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა მხოლოდ ერთი დღის ღონისძიება კი არა, ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.  ბავშვების გულებში გაღვივებული სიკეთის მარცვალი მომავალშიც გაიზარდება და ადამიანებისა და ბუნების სიყვარულად გადაიქცევა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203