
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი -„მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება“ წარმატებით გრძელდება.
4 ნოემბერს, პროექტის მეორე ეტაპზე ჩანტლისყურის საჯარო სკოლამ უმასპინძლა თივის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ აქტივობებსა და შემეცნებით თამაშებში. მათ ააწყვეს მსოფლიოს საოცრებების ამსახველი ფაზლები, ამოხსნეს თავსატეხი და გუნდური შეჯიბრიც გამართეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ სწავლა შეიძლება იყოს სახალისო, შემოქმედებითი და საინტერესო პროცესი, ხოლო გუნდური მუშაობა ცოდნის მიღებასთან ერთად მეგობრობასა და თანამშრომლობასაც აძლიერებს.