იელის საჯარო სკოლის მოსწავლე ელისაბედ ფანგანი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა
17-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და ცონასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

სულ ახლახან, სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ელისაბედ ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციაში. 

მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენცია- „ჩემი სვანეთი” 16 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაზე ელისაბედ ფანგანი საინტერესო მოხსენებით წარდგა. მისი საკონფერენციო თემა გახლდათ - ️„ლიმპრობა და ლიფანაალი“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი მოხსენების წარდგენისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203