ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოს გამწვანებაში​ წვლილი შეიტანეს
17-11-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. 

პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და სკოლის ეზოში სახელობითი ხეები დარგეს. 

ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას. 

სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ პროექტი ბავშვებს გარემოზე ზრუნვის, ბუნების სიყვარულისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივებაში დაეხმარება.

„ჩვენმა პატარა პირველკლასელებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში და სკოლის ეზოში დარგეს ნერგები“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ ბავშვების ენთუზიაზმი. 

​აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203