„განსხვავებულები, მაგრამ მეგობრები” - კოჭბანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
17-11-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას, მიმღებლობას ასწავლიან, რაც ტოლერანტული საზოგადოების საფუძველია.

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც სკოლაში საინტერესოდ გამოეხმაურნენ. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, პირველ-მესამე კლასებში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „განსხვავებულები, მაგრამ მეგობრები“. სასწავლო პროცესი მეტად ნაყოფიერად წარიმართა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ტოლერანტობის მნიშვნელობა. 

გაკვეთილის მიზანი იყო ​საკუთარი და თანაკლასელების უნიკალური თვისებების დანახვა, ემპათიის, მეგობრული დამოკიდებულების და ურთიერთპატივისცემის უნარის განვითარება.

ბავშვებმა ნახეს ანიმაცია -„ზღარბი”, გაიგეს რა თვისებები ახასიათებს ტოლერანტ ადამიანს და სიყვარულით შეაჯამეს პრეზენტაციის სახით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203