საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ხატვის მასტერკლასი მოეწყო
18-11-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის, შემოქმედებითი დღის ფარგლებში, ხატვის მასტერკლასი მოეწყო, რომელიც მიწვეულმა სტუმარმა ხელოვნებათმცოდნემ, მხატვარ-დეკორატორმა, თეკლა ჩიხორლიშვილმა გამართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გიმნაზიელებმა შემოდგომის პეიზაჟი შექმნეს და სეზონური კოლორიტის და სივრცობრივი პერსპექტივის აღქმას თავი შესანიშნავად გაართვეს.

„მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებისთვისაა მნიშვნელოვანი არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში მხედველობითი აღქმისა და დაკვირვების უნარის დახვეწას, ფერის თეორიისა და კომპოზიციური აზროვნების ათვისებას, სივრცით აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და თვითგამოხატვას“, - აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მხატვარ-დეკორატორს საინტერესო მასტერკლასისთვის. 

„მადლობას, ვუხდით თეკლა მასწავლებელს მობრძანებისა და სასწავლო დღის შემოქმედებითად გაფერადებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მე-5 კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი მაია მაკარიძე გახლავთ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203