ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
17-11-2026

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარების პირველი საანბანო გაკვეთილი ნამდვილ დღესასწაულად იქცა, ასო-ბგერა „ა“-ს ფორმის ფუნთუშებითა და ტკბილეულით.

პედაგოგმა პატარებს სასწავლო-შემეცნებითან ერთად სახალისო და საზეიმო აქტივობები შესთავაზა და ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. 

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს. 

ბავშვებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს და ნიჭით, მონდომებითა და შემოქმედებითობით პედაგოგი სიამაყით აავსეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203