
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
„შემოდგომა წელიწადის ყველაზე ლამაზი, ფერადი და ბარაქიანი დროა, როცა ბუნება საუკეთესო ფერებში გარდაისახება, არემარე იღებება ათასნაირად და გულუხვად გვასაჩუქრებს წლის შრომის ნაყოფით, ხვავითა და დოვლათით.
ჩვენი ქვეყნისთვის შემოდგომა განსაკუთრებული სითბოსა და ერთიანობის სიმბოლოა. ეს არის რთველის, მოსავლის აღების, სავსე მარნებისა და ჭირნახულის დაბინავების დრო. დღევანდელი ზეიმიც სწორედ ამ სიუხვის, ბუნებისადმი მადლიერებისა და შრომისმოყვარეობის დაფასებაა“,- აღნიშნა სკოლაში და საოცარი საშემოდგომო სურნელი დატრიალდა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად საზეიმო ღონისძიება გამართეს.
პატარებმა მრავალფეროვანი საშემოდგომო სანახაობა წარმოადგინეს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის პატარებსა და მათ მასწავლებლებს, რომელთაც დიდი მონდომებითა და სიყვარულით მოამზადეს ღონისძიება.
„მათმა თითოეულმა ლექსმა, სიმღერამ და ცეკვამ ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზა და დაუვიწყარი გახადა. სითბო და სიმშვიდე დოვლათი არ გამოლეოდეს ჩვენ სამშობლოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: