ბაღდათის N1 სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური შეხვედრები ჩატარდა
17-11-2026

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები ბავშვებს საგნებთან ერთად კაცთმოყვარეობას, მიმღებლობასა და შემწყნარებლობას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ჩატარდა თემატური შეხვედრები, რომლებმაც მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა. 

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლები, იმსჯელეს სხვადასხვა სიტუაციურ მაგალითზე და ბარათების დახმარებით შეაფასეს ქცევები - იყო თუ არა ისინი სწორი და მისაღები.

„ერთად ჩამოვწერეთ ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევები, ასევე ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებიც აუცილებელია მეგობრული, კეთილგანწყობილი და ტოლერანტული საკლასო გარემოს შესაქმნელად“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ერთ-ერთ კლასში განხორციელდა აქტივობა „სიკეთის გაკვეთილი“.

მოსწავლეებმა ყუთში მოათავსეს წერილები, რომლებსაც თანაკლასელის სახელი და ის კეთილი საქმე დააწერეს, რომელიც მან დღის განმავლობაში გააკეთა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო სიკეთის შემჩნევა, დაფასება და ერთმანეთისთვის დადებითი მაგალითების გაზიარება.

„გვჯერა, რომ ტოლერანტობა იწყება ერთმანეთის პატივისცემით, სიკეთითა და განსხვავებულობის მიღებით!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ სპეციალური მასწავლებლები - თინათინ ფურცელაძე და ნანა რობაქიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203