ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ 
17-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს. 

პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და ქალაქ ნინოწმინდის პარკში დარგეს. 

ოროჯალარის საჯარო სკოლიდან გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ 9 პირველკლასელი, მათი დამრიგებელი ერაზიკ ელოიანი და სკოლის დირექტორი არმენუი პოდოსიანი. 

სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება მოსწავლეებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაში დაეხმარება. 

​აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203