„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროული გამოვლენა
16-11-2026

რა სისტემურმა ხარვეზმა გაიმოიწვია ის რომ სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოსწავლეები და მშობლები გებულობენ რომ სკოლის შენობა ავარიულია და სხვა შენობაში ან დისტანციურად უნდა გააგრძელონ სწავლა? - ამ კითხვით გიორგი შარაშიძემ განათლების სამინისტროს წარმომადგენელს განათლების და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მიმართა. 

როგორც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე ზემოქმედება სამინისტროს არ შეუძლია და უწყებამ შესაბამისი ინფორმაცია მიღებისთანავე მოახდინა რეაგირება.

„სამხარეულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაზე ზემოქმედებას, როდის იქნებოდა და როდის არა, ვერავინ მოახდენს... განათლების სამინისტრომ როდესაც მიიღო ინფორმაცია დასკვნის შესახებ იმ წუთშივე მოახდინა რეაგირება... ექსპერტიზაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს დაახლოებით 200 სკოლა აქვს გადაგზავნილი ჯამში და 200 სკოლაზე განათლების სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ვერ მიმართავს ექსპერტიზის ბიუროს, დღეს ხომ არ მოვა დასკვნა, ხვალ ხომ არ მოვა... არც აქვს ამის უფლება“,- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203