
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩევიან.
მათ შორის, ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ ქუთაისში, ისტორიულ მუზეუმში გამართულ კონფერენციას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-11-მე-12 კლასების მოსწავლეები - ნინო ზურაბიანი და ნინო ბენდელიანი.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო ნაშრომებით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღებაც დაიმსახურეს.
საუკეთესო თემის წარდგენისათვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ, როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები.
მოსწავლეთა თემის ხელმძღვანელები არიან - ი.ონიანი და ა.მარგველიანი.
იხილეთ ფოტოები: